ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა. გამთენიისას კი მისი მცირეწლოვანი ერთი წლისა და ცხრა წლის შვილების ცხედრები ამოასვენეს.
ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
რაც შეეხება ნანგრევებიდან ამოყვანილ კიდევ ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი მდგომარეობაც მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.