ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
პროკურატურა დაკავებულთა პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. დაკავებული სამი პირი, ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ორი დაქირავებული მუშა არიან.