ბათუმში, სასტუმრო "მგზავრებში" ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი საუნაში გაჩნდა, რის გამოც, სასტუმროდან დამსვენებელთა ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.