ბათუმში ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. რის შედეგადაც, 25 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა.როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "პალიტრანიუსს" განუცხადეს, 25 წლის ბიჭი ფეხის არეში სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის დაჭრილი. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.