ბათუმში, ტბეთის 12 ნომერში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილ შენობაში, 2013 წელს თვითნებურად შესახლებული 22 ოჯახი შენობის დაკანონებას ითხოვს. მათ ამ მოთხოვნით აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობას შენობის დაკანონების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უარი უთხრეს. მათივე თქმით, აჭარის მთავრობაში განუმარტეს, რომ შენობა დატოვონ და იმ მუნიციპალიტეტებში დაბრუნდნენ, სადაც თავდაპირველად ცხოვრობდნენ. აქციის მონაწილეების ინფორმციით ისინი შუახევიდან, ხულოდან და ქედიდან ეკომიგრანტები არიან და საცხოვრებელი სახლები არ გააჩნიათ.