ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, მამაკაცებს ჭრილობა ფეხის არეში აქვთ მიყენებული. ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.