ბათუმში ახალგაზრდა დაჭრეს - მემედ აბაშიძის ქუჩაზე ნიღბიანი პირი მარკეტთან მყოფ ოთხ ახალგაზრდას თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათი ვარაუდით, თავდამსხმელი და ახალგაზრდები ერთმანეთს იცნობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება. თავდამსხმელი ჯერ ჯერობით დაკავებული არაა.