ბათუმში მსუბუქი ავტომობილის და სატვირთოს შეჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა - Palitra News

ბათუმში მსუბუქი ავტომობილის და სატვირთოს შეჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა

2021-09-29 10:50:18+04:00

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მათ მრავლობით დაზიანებებთან ერთად ტრავმული შოკი აღენიშნებათ.

შემთხვევა ბათუმში, ე.წ. ბარცხანის ხიდთან გვიან ღამით მოხდა.