ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა. სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე აცხადებს, რომ შემთხვევა 28 მარტს მოხდა, ფაქტის შესახებ კი, ბავშვის მშობელსა და უბნის ინსპექტორს შეატყობინეს. მისივე თქმით, არასრულწლოვანის ცემას წინ თანატოლებს შორის კონფლიქტი უძღოდა.შსს გამოძიებას "სისხლის სამართლის კოდექსის" 126 -ე მუხლით ატარებს რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.