ბათუმში მშენებლობიდან 30 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, უბედური შემთხვევა ამწეს ჩამოვარდნას უკავშირდება. მშენებლობას კომპანია "გიგორი" ანხორციელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ შენობა მერიას ჩაბარებული არ აქვს და მუშები, ფასადის შეღებვით სამუშაოებს ახორციელებდნენ.ბათუმში მუშის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით მიმდინარეობს.