ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დაშავებულს ტრავები თავის არეში აქვს მიყენებული.ასევე, სტაბილურად მძიმეა 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. იგი დედათა და ბავშთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.