ბათუმში, მოძრაობა „ჰუმანურობისათვის" წარმომადგენლებმა და პატიმრების ოჯახის წევრებმა, საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი ამნისტიის კანონპროექტის გადახედვას მოითხოვენ დაა თვლიან, რომ მთავრობის მიერ ამ ეტაპზე განხილვაში არსებული კანონპროექტი აბსოლუტურად არ შეესაბამება ჰუმანურობას.