ბათუმში მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდეს. როგორც შსს-ში აცხადებენ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. სავარაუდოდ, დამნაშავე არასრულწლოვანია, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.