ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. 44 წლის ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბათუმში ე.წ. ბარცხანის დასახლებაში სატვირთო მატარებელი 44 წლის ქალს რამდენიმე დღის წინ დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ქალბატონი საავტომობილო გზიდან მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა.