ბათუმში ე.წ ბარცხანის დასახლებაში სატვირთო მატარებელი 44 წლის ქალს დაეჯახა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პასქაძემ "ინტერპრესნიუსს"განუცხადა, ქალს მძიმე დაზიანება სახის არეში აქვს მიღებული. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.არსებული ინფორმაციით, 44 წლის ქალი საავტომობილო გზიდან მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა. საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.