"მოითხოვე ვადამდელი არჩევნები", - ამ ლოზუნგით ბათუმში რამდენიმე ლოკაციაზე "ლელოს" წევრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. როგორც "ლელოს" წევრები აცხადებენ, ამ ფორმით ცდილობენ, "ქართულ ოცნებას" მათი ხმა გააგონონ, რათა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ჩვენი კარი ღიაა ყველა აქტივისტისთვის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისთვის ,- აცხადებენ პარტიაში.