რა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმს? - Palitra News

რა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმს?

2020-12-09 13:04:14+04:00

ბათუმში 63 წლის ექიმი რეანიმატოლოგ კორონავირუსით გარდაიცვალა. ის მკურნალობის კურსს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

საავადმყოფოს წარმომადგენლის ინფორმაციით, გარდაცვლილ ექიმსს ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით, ექიმი-ტრავმატოლოგი შოთა ბერიძე კლინიკაში 6 დეკემბერს მოათავსეს, იგი მანამდე კოვიდსასტუმროში მკურნალობდა.

აჭარაში, საერთო ჯამში, სამედიცინო სფეროს 8 წარმომადგენელი კორონავირუსით გარდაიცვალა.