ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" მოთავსებული 25 პაციენტიდან 17-ს პნევმონია აქვს - Palitra News

ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" მოთავსებული 25 პაციენტიდან 17-ს პნევმონია აქვს

2020-04-13 12:26:52+04:00

ბათუმში მდებარე კლინიკა, "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი იმყოფება. კლინიკის რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, მათგან 17-ს პნევმონია აღენიშნება, ხოლო ერთს ხელოვნური სუნთქვის ვენტილაცია უტრადება. მისივე თქმით, ტესტირების შედეგად 2-ჯერ უარყოფითი პასუხი მიიღეს მედდაზე, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში დაინფიცირდა, თუმცა მას ფილტვის პნევმონია აღენიშნება. 25 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმე რჩება. ის 70 წელს გადაცილებული პირია, რომელსაც ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება.