ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ეწინააღმდეგებიან. ამასთან, მათი თქმით, კინოჩვენებაზე შეჭრას არ აპირებენ. . მათი თქმით, შებღალულია ა ფილმით შებღალულია ქართული ცეკვა და ქართული ტრადიციები. შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, რეჟისორ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება. აღნიშნული ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ „ქართული მარში“, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები და სასულიერო პირები.