ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე გაჩენილმა ხანძარმა ორსართულიან სახლში მცხოვრები ოჯახები და კომერციული ფართის მეპატრონეები დააზარალა. ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა, მოგვიანებით კი ხის სახურავზე გადავიდა. ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი სახურავი. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე 60 ერთეული მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.