ბათუმში, ხუთ სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის შედეგად დაშავებულია ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს დამწვრობები სახისა და ხელის არეში აღენიშნება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.