ბათუმში გამთენიისას გაჩენილი ხანძარის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო - სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. მათ ორი საათი დაჭირდათ ხანძრის ლიკვიდირებისთვის. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მისი თქმით, ზარალს მერია და სპეციალური კომისია დაადგენს, რის შემდეგაც გადაწყდება დაზრალებულთა დახმარების საკითხი.