ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონთან", სადაც „ქართული ოცნების შეხვედრა მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია გაიმარტა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა მათ შეკითხვებს არ უპასუხა და გაიქცა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, ბიძინა ივანიშვილის ესკორტს გზა გადაუკეტეს, რასაც მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოყვა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეება შორის.