ბათუმში H1N1 ვირუსით 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, მამაკაცი კლინიკაში მკურნალობდა, ის მაღალი რისკის პაციენტი იყო. მამაკაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. აჭარაში H1N1 სულ 8 ადამიანია წელს გარდაცვლილი.