ბათუმში, გმირთა ხეივანში ე.წ "უკვდავი პოლკის" წევრები აქცია-მსვლელობას აწყობენ. აქციასთან დაკავშირებით ხეივანში მობილიზებულია პოლიციის დამატებითი დანაყოფები.
როგორც ე.წ "უკვდავი პოლკის" წევრები აცხადებენ, აღნიშნული მოძრაობა არის შესაძლებლობა იმისა, რომ სამამულო ომში გამარჯვებულთა შთამომავალი წინაპრების გმირობებს არასდროს დაივიწყებს.
აქციის მონაწილეებმა 1945 წელს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში დაღუპულთა სურათები გამოფინეს.ე.წ "უკვდავი პოლკის" აქცია ყოველი წლის 9 მაისს იმართება. მოძრაობა რუსეთში ჩამოყალიბდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოძრაობა "უკვდავთა პოლკს" და სხვა ორგანიზაციებს კანონით აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენების თაობაზე ოფიციალური გაფრთხილება გადაეცათ.