ბათუმში გარემოვაჭრეებმა წერეთლის ქუჩაზე დაბრუნება და გარევაჭრობის განახლება სცადეს, რისი საშუალებაც მათ ბათუმის მერიის თანამშრომლებმა და სამართალდამცავებმა არ მისცეს.
გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორია, სადაც მერიის შეთავაზების საფუძველზე გადავიდნენ, სამუშაოდ არახელსაყრელია, რის გამოც ძველ ადგილას დაბრუნებას ითხოვენ.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ისინი გარემოვაჭრეებს მუშაობის ნებართვას არ მისცემენ. მერიაში აღნიშნავენ, რომ მათ თავის დროზე შესთავაზეს ალტერნატიული ფართი დამუშაობა. იქ უნდა გააგრძელონ.