გარემოვაჭრეებმა, რომლებიც ხუთი თვის წინ ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩიდან ალტერნატიულ ფართში გადაიყვანა, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალი სავაჭრო ადგილის გამოყოფას ითხოვენ და ამბობენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად საქმიანობენ, გაუსაძლისი პირობებია. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ აიკრძალა. მოვაჭრეები ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.