ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ღოღობერიძე სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება დახერხემალზე სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება. მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადვოკატი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღიბერიძე 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. მას აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.