აჭარაში ნათლისღების დღესასწაული ზღვის კურთხევისა და მრევლის განბანვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს.დღესასწაულის დადგომისთანავე, ბათუმში მრევლი ზღვის სანაპიროსთან შეიკრიბა. ზღვა სასულიერი პირებმა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ.ტრადიციულ რიტუალში მეუფე დიმიტრი წელს არ მონაწილეობდა. ზღვაში შესვლის ტრადიცია აჭარაში სწორედ მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველწლიურად მასში სულ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს. მორწმუნეების უსაფრთხოებაზე მაშველები ზრუნავდნენ.