ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარედ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცმა ავტომანქანიდან ჰაერში გაისროლა.ის სამართალდამცველებმა ადგილზე გააჩერეს, იარაღი ჩამოართვეს და ექსპერტიზაზე გადააგზავნეს.იმ შემთხვევაში, თუ იარაღი ცეცხლსასროლი აღმოჩნდა, მამაკაცს დააკავებენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.ადგილზე მთელი ღამე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.