2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შედგა. როგორც ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ მამაკაცთა შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრები და ჩემპიონატის საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძე სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა. ამასთან, ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.