ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი პირი დაჭრეს. დაშავებულები კლინიკა "მედცენტრში" არიან გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, ხოლო მეორე მამაკაცს, რომელიც 22 წლის არის, ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს.