ბათუმში ე.წ ხოფის ბაზრობაზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. როგორც პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წევრი მიშა ქავთარაძე პალიტრანიუსთან საუბრისას აცხადებს, ინცინდენტის დროს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა დაზიანებები მიიღეს. მისი თქმით, ხოფის ბაზრობაზე ხვალ დაგეგმილი აქციის შესახებ ფლაიერებს არიგებდნენ, როდესაც უცნობმა პირებმა ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკირი შეურაცხყოფა მიაყენეს.