ბათუმში ე.წ. იაფი სახლის კორპუსებში ხმაური იყო. სამართალდამცავებმა შენობაში შეჭრილი მოქალაქეები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. აღნიშნული მოქალაქეები ე.წ იაფი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული კორპუსი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული და მოქალაქეთა უმრავლესობა, რომლებიც ფართის გადაცემას ითხოვს, ბათუმის მკვიდრია.
შეგახსენებთ დღეს დილით ე.წ. იაფი სახლის კორპუსებში ორმოცამდე ოჯახი შეიჭრა ისინი ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან და ქირის ფულს ვერ იხდიან.