ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა - Palitra News

ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

2019-01-05 15:08:43+04:00

ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული 53 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მამაკაცი მართვით სუნთქვაზე კლინიკა „მედცენტრში“ გუშინ მიიყვანეს. მას თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.შეგახსენებთ, რომ გუშინ, ძლიერი ქარის შედეგად ჭავჭავიძის ქუჩაზე კორპუსის სახურავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.