სამართალდამცველების მიერ ბათუმში დაკავებული 40 პირიდან სასამართლომ შვიდ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დანარჩენები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. გიორგი მღებრიშვილი ამბობს რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. მიმდინარეობს პირების იდენტიფიცირება . აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება. ხელწერილით გათავისუფლებულების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ბათუმში უკანონო პარკირებისათვის გამოწერილი ჯარიმა სახალხო პროტესტის მიზეზი გახდა. "ბათუმი პლაზასთან" დაწყებული აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან გაგრძელდა და 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.