ბათუმში სპორტსმენების წულუკიძეებისა და ჭელიძეების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც შეკრებილები აცხადებდნენ, ისინი 8 ივნისს, ქუთაისში დანიშნული სასამართლო პროცესის ობიექტურად წარმართვას ითხოვენ. მათივე განცხადებით, სპორტსმენების დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებით მოხდა. ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულებს ნამახვანში აქციაზე პროვოკატორები მიუგზავნეს, სადაც დაპირისპირება მოხდა. ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამოქალაქო ატივისტებიც შეუერთდნენ. მათ დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.