ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგო იპოვეს - Palitra News

ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგო იპოვეს

2019-05-02 14:04:04+04:00

ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგო იპოვეს. როგორც გოგონას ახლობლები აცხადებენ, მოზარდი მეგობართან ერთად იყო წასული და რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონდა. იგი თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგოს დაკარგვასთან დაკავშირებით შსს-ში შეტყობინება გუშინ შევიდა.