ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, მამაკაცებს ჭრილობა ფეხის არეში აქვთ მიყენებული. ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იხილეთ: ბათუმში ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - კადრები და კომენტარები ადგილიდან