ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბათუმშიც. შეკრებილთა შორის იყვნენ ბერძნულ-რომეული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები და ვეტერანი სპორტსმენები. ისინი გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ წელს სალიცენზიო წელია, სპორტსმენებს ბევრი შეჯიბრება აქვთ და მსგავსი სიტუაცია ჭიდაობას და ქვეყანას დააზარალებს.''ცოტა პოლიტიკურად გაზვიადებული თემაა. იქ იყო შეხლა- შემოხლა, არც დარტყმა გვიხილავს'' - განაცხადეს მაუწყებელს აქციის მონაწილეებმა.