ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ „ალიანს პალასის“ მშენებლობაზე ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მშენებლობაზე მყოფებმა აცნობეს, ხარაჩო იმ დროს დაიშალა, როცა ბეტონის ჩასხსმის სამუშაოები მიმდინარეობდა. თვითმხილველების ცნობით, დაშავებული 1 ადამიანი სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა, ხოლო მეორე ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანის სამუშაოებს სამაშველო სამსახური ახორციელებს. "კონსტრუქცია ჩამოიშალა, ერთი ადამიანი შენობის გარეთა მხარეს ჩამოვარდა, მეორე კი, შიგნით. ადგილზე მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ერთი დაშავებული წაიყვანა, მეორეს ამოყვანის სამუშაოებს კი სამაშველო სამსახური აწარმოებს", - განაცხადა თვითმხილველმა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.