ბათუმში აქციაზე დაკავებული სამივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე იყვნენ დაკავებულები. ბათუმში, აქციაზე შეკრებილები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერებს სოლიდარობას უცხადებენ.
იხილეთ: ბათუმში საპროტესტო აქციაზე 3 პირი დააკავეს - რა ხდება წინასწარი დაკავების იზოლატორთან?