ბათუმში, ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა - "რასაც თვითონ ამბობდა, გადმოხტა, იმიტომ რომ მამამ სცემა" - Palitra News

ბათუმში, ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა - "რასაც თვითონ ამბობდა, გადმოხტა, იმიტომ რომ მამამ სცემა"

2018-09-04 10:04:05+04:00

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, 25 წლის ქალი ერაყის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში არის რეგისტრირებული და დროებით ცხოვრობს. დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ ოჯახის წევრები. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავრბი იყვნენ მობილიზებული.