ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი დაშავდა. მოზარდი ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს თავის არეში მძიმე ტრავმა აქვს მიღებული.
როგორც თვითმხილველებმა "პალიტრანიუსს" განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა, მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.