ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 43 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.უწყების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად ქალს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.