ბათუმში 31 წლის ქალისგან "პარაბელუმის" ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს - Palitra News

ბათუმში 31 წლის ქალისგან "პარაბელუმის" ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს

2019-08-11 14:01:41+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ხ.თ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით "პარაბელუმის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.