ბათუმში 28 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაწრეს. მას ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაული მეზობელმა ჩაიდინა.გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მეზობელმა დაშავებულის მცირეწლოვან ბავშვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.