ბათუმში, თამარის დასახლებაში 12 წლის მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქასაძემ განუცხადა, არასრულწლოვანს თავის არეში ტრავმა აღენიშნინება. იგი ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.არსებული ინფორმაციით, მოზარდი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადადიოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ავტოსაგზა შემთხვევის დროს ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.