ბათუმსა და ქობულეთში მოქალაქეებს PCR ტესტის უფასო ჩატარება დღის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში ორი, ხოლო ქობულეთში ერთი კარავი გაიშლება. მოქალაქეს, ნიმუშის აღების შემდეგ, პასუხს 24 საათის განმავლობაში აცნობებენ. რაც შეეხება ეპიდმდგომარეობას, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ჰოსპიტალში 25 პაციენტია.