ბათუმსა და ქობულეთში დღეიდან ახალი ავტობუსები ივლიან. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული „ისუზუს“ მარკის 40 ავტობუსი უკვე ბათუმშია. ბათუმსა და ქობულეთს 44 ახალი მუნიციპალური ავტობუსი შეემატა.
ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები. ბათუმში დამონტაჟდა ფერადი ტაბლოები.
მოეწყო ახალი საათობრივი პარკირებები.